ენმ-ს საგანგებო განცხადება – არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას სურს პოლიტიკური პატიმრები, ნიკა მელია და გიორგი რურუა, ოპოზიციასთან და დასავლელ პარტნიორებთან სავაჭროდ გამოიყენოს.

“არავინ არ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას, ნიკა მელია, ისევე როგორც გიორგი რურუა უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ საპატიმროებიდან, ეს არის დღეს ერთადერთი გამოსავალი. უნდა დასხდნენ და მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება ნიკა მელიას გათავისუფლების შესახებ, დღეს არსებული უმძიმესი კრიზისის დაძლევის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა სწორედ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა”, – თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

მისი განცხადებით, უნდა თუ არა ამ ნაბიჯის გადადგმა ხელისუფლებას, ეს საბოლოოდ მაინც მოუწევს.

banner
წინა სტატიაშილილუაშვილი – “ქართული ოცნების” დღის წესრიგი აღარ შეესაბამება ხალხის საჭიროებებს
შემდეგი სტატია„მოძრაობა საქართველოსთვის“ „ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქციას მართავს