მოდის არჩევნები და მოძალადეებს უნდა უთხრან, მიდით, გააგრძელეთ ანგარიშსწორება – ვახო სანაია

ეს არის სიგნალი ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც “ქართული ოცნება” ეყრდნობა – ასე ეხმაურება ვახო სანაია მასზე თავდამსხმელების გათავისუფლებას.

სანაიას თქმით, მოსამართლემ ხელოვნურად გაწელა დრო გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად

“მთავარი რაც ამ ისტორიაშია, ვნახეთ ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც დგას ძალადობაზე და ქუჩაში ეყრდნობა მოძალადეებს, რომელმაც 5 ივლისი და ლექსო ლაშქარავას მკვლელობა მოიტანა ამ ქვეყანაში და ეს ყველაფერი მზადდებოდა ნაბიჯნაბიჯ და საბოლოოდ მივედით იმ ტრაგედიამდე, რაც ჩვენ ვნახეთ.

მოსამართლემ, რომელსაც ივლისში შეეძლო გადაწყვეტილების გამოტანა, 6 თვემდე, ზუსტად 25 აგვისტომდე მიიყვანა პროცესი. ნახეთ, როგორ ხელოვნურად არის გაკეთებული ეს ყველაფერი, 25 თებერვალს რადგან მოხდა დანაშაული, 25 აგვისტოს ცნო დამნაშავედ, მაგრამ გამოუშვა ციხიდან. ეს არის სიგნალი ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც “ქართული ოცნება” ეყრდნობა. ახლა მოდის არჩევნები და მოძალადეებს უნდა უთხრან, მიდით, გააგრძელეთ ყველაზე ანგარიშსწორება, ვინც განსხვავებულად ფიქრობს”,- ამბობს ვახო სანაია.

banner
წინა სტატიაშისააპელაციო სასამართლომ ზურაბ ზვიადაურის ადვოკატების საჩივრის განხილვაზე უარი თქვა
შემდეგი სტატიალომჯარია – კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის დავალდებულება დისკრიმინაციულ ან უფლებების შემლახავ პრაქტიკას არ წარმოადგენს