“მნიშვნელოვანია სიტუაციის დეესკალაცია”- იან კელი ყარაბაღში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი, რეგიონში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა და მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებას შემაშფოთებელი უწოდა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, აუცილებელია, რომ სიტუაციის დეესკალაცია მოხდეს და ვითარება პოლიტიკურ და დიპლომატიურ ჩარჩოებს დაუბრუნდეს. აღნიშნული განცხადება კელიმ თბილისში მიმდინარე ნატო-ს კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ფორუმზე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა:
„შეშფოთებულები ვართ მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების გამო, ყოველდღიური კონტაქტი მაქვს ქართველ ოფიციალურ პირებთან, ველაპარაკე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს, ჩვენ ერთიანი პოზიცია გვაქვს. მნიშვნელოვანია სიტუაციის დეესკალაცია, რომ ეს ყველაფერი გადავიდეს დიალოგის ფორმატში. დღეს ვენაში გაიმართება მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შეხვედრა და ვიმედოვნებთ, რომ ის ხელს შეუწყობს ვითარება პოლიტიკურ და დიპლომატიურ ჩარჩოებს დაუბრუნდეს.“- განაცხადა იან კელიმ.

 

banner
წინა სტატიაშიუმაღლესი განათლების მქონე პირებს მასწავლებლად მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ
შემდეგი სტატია„მაესტროში“ დირექტორს ირჩევენ