„მაესტროში“ დირექტორს ირჩევენ

ამ წუთებში ტელეკომპანია „მაესტრო“- ში პარტინორთა კრება იწყება. „მაესტროში“ დირექტორობის ერთადერთი კანდიდატი ზურაბ ნაყეური მივიდა, რომელმაც ჟურნალისთებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

კრების დაწყებამდე 55 პროცენტიანი წილის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ზურაბ ნაყეური ძალიან კარგი ფინანსისტია, რაც ამ ეტაპზე ტელევიზიას ყველაზე მეტად სჭირდება.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ლევან გაჩეჩილაძემაც.

„დღეს დაინიშნება ახალი დირექტორი. ზურაბ ნაყეური არის ერთადერთი რეალური კანდიდატი, მისი დანიშვნის შემდეგ დაითვლება ყველაფერი, მათ შორის ის ვალებიც რაზეც ამდენი ხანი მიდის საუბარი. ნაყეეური საკმაოდ კარგი და ძლიერი ფინანსისტია. რაც შემეხება მე, მე დიდი ხანია ჩემ ძმასთან ერთად ჩართული ვარ „მაესტროს“ მართვაში. მამუკა ღლონტმა განაცხადა, რომ ის მხარს არ უჭერს ნაყეურის კანდიდატურას, მე კი ვეტყოდი ღლონტს – ის „მაესტროს“ გაკოტრების საქმესაც უჭერდა მხარს – მაგრამ ჩვენ გადავარჩინეთ.“ – განაცხადა ლევნა გაჩეჩილაძემ.

banner
წინა სტატიაში“მნიშვნელოვანია სიტუაციის დეესკალაცია”- იან კელი ყარაბაღში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა
შემდეგი სტატიათამარ სანიკიძე: კარგი იქნება, თუ გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერი იქნება