„მნიშვნელოვანია საქართველოს წარმომადგენლობები ჰქონდეს ქვეყნებში, სადაც არაღიარების პრობლემებია”

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში ბევრი რამ არის შესაცვლელი.

კვირიკაშვილის თქმით, კარგად უნდა განაწილდეს საელჩოების დატვირთვები, კომერციულად უფრო დიდი მნიშვნელობის მქონდე ქვეყნებში და დედაქალაქებში.

„ბევრი რამ არის შესაცვლელი საგარეო საქმეთა სამინისტროში, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია წარმომადგენლობები იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენ გვაქვს არაღიარების პრობლემები. ჩვენ კარგად უნდა გავანაწილოთ საელჩოების დატვირთვები, კომერციულად უფრო დიდი მნიშვნელობის მქონე ქვეყნებში და დედაქალაქებში. ამ რეფორმების გეგმაზე ჩვენ ვიმუშავეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს გუნდთან ერთად და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში მიხეილ ჯანელიძე წარმოადგენლს დაწვრილებით კონცეფციას. აქ იქნება ოპტიმიზირების საკითხებიც, დაფინანსების პრიორიტეტების ცვლილების საკითხებიც, რაც შეეხება უსაფრთხოების ოფიცერს, ეს არაა ოდეერი, ესაა საელჩოს ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ადამიანი. ყველა ქვეყანას ჰყავს ასეთი ტიპის თანამშრომელი დიპლომატიურ წარმომადგნლობებში და ეს არ არის ველოსიპედი, რომელიც ჩვენ გამოვიგონეთ. რაც შეეხება დაზღვევის საკითხს, მოვაგვარებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი დიპლომატები არ იყვნენ არასათანადოდ დაფინანსებულები, რომ მათი ცხოვრების პირობები შეესაბამებოდეს იმ დონეს, რაც არის საჭირო“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“დანაშაულია, ღია სივრცეში წამების ამსახველი კადრების ჩვენება”
შემდეგი სტატია„ენა როგორ გიბრუნდებათ „ქართუ ბანკზე“ რომ საუბრობთ“