„ენა როგორ გიბრუნდებათ „ქართუ ბანკზე“ რომ საუბრობთ“

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მას „ქართუ ბანკზე“ საუბარი არ სურდა, რადგან აღნიშნული ბანკის მენეჯერი 6 წლის განმავლობაში იყო.

კვირიკაშვილის თქმით, 2011 წელს „ქართუ ბანკი“ სწორედ იმიტომ დაიხურა, იმიტომ ხდებოდა აქტივების წართმევა, რომ ბანკი ბიძინა ივანიშვილის საკუთრება იყო.

„შეგნებულად ავარიდე თავი „ქართუ ბანკზე“ საუბარს, იმიტომ, რომ მე ამ ბანკის მენეჯერი ვიყავი 6 წლის განმავლობაში. არ მინდა კიდევ დაიწყოს ის, რომ „ქართუზე“ ლაპარაკობსო. ენა როგორ გიბრუნდებათ პირში მაინტერესებს, ამაზე რომ საუბრობთ. 2011 წელს ვინ დახურა ეს ბანკი, ვინ ჩამოართვა აქტივები, ვინ იბარებდა ამ ბანკის კლინეტებს პროკურატურის მეშვეობით, ვინ ეუბნებოდა, რომ აქტივები უნდა გადააფორმოთ, თუ არ ყოფილა ასეთი რამ? თქვენ არ ხართ იმ ხელისუფლების წარმომადგენლები? ის მოგება რომელიც აისახა ვითომ 17-მაგი, ნოდარ ჯავახიშვილი აქ არის, ის მოგება რომელიც ბუღალტრული აქტივის შედეგად, აქტივის რეაბილიტირება ხდება, ბუღალტერიაში ასეთი რამ ხდება, რომ მოგებაში აისახება ჩამოწერილი აქტივი. სუფთა ბუღალტრულად, როდესაც მივა პროკურატურა პლიუს ეროვნული ბანკი, ეტყვის კლიენტს, რომ შენ უნდა გადააფორმო აქტივი, როცა მიიღებ სპეციალურად კანონს, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ყადაღა ხდება პირველადი, დაადებ მერე ასმაგ ღირებულებას აქტივებს, ჩამოაწერ აქტივს, წაიღებ სახელმწიფოს სასარგებლოდ, მერე ხდება ასე, რომ ბანკი გადის ზარალზე, მერე იწყებს მუშაობას აქტივის რეაბილიტაციაზე. ესაა მრავალწლიანი პროცესი და შემდეგ უკვე ბუღალტრული გატარებების საფუძველზე ისევ, როდესც სესხის დაბრუნების ალბათობა მატულობს, ეს ჩვეულებრივ აქტივად ჯდება და აისახება შემოსავალში, გასაგებად ვთქვი? ხომ კარგად იცით ეს ყველაფერი, კარგით ახლა მართლა რა. სირცხვილია მართლა. რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი? ის რომ იყო მფლობელი ამიტომ წაართვით ყველაფერი“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, “ქართუ ბანკის” მოგება 17-ჯერ არის გაზრდილი, რაც საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე მოხდა.

banner
წინა სტატიაში„მნიშვნელოვანია საქართველოს წარმომადგენლობები ჰქონდეს ქვეყნებში, სადაც არაღიარების პრობლემებია”
შემდეგი სტატია“საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას დახვეწა სჭირდება”