“მნიშვნელოვანია გენშტაბი, მაგრამ ამ წუთას ქვეყანაში ყველაფერი გასულია კონსტიტუციური საზღვრებიდან”

გენერალური შტაბის ხელძმღვანელს ვახტანგ კაპანაძეს სავარაუდოდ ვლადიმერ ჩაჩიბაია ჩაანაცვლებს. ოპოზიციის წევრები ამ საკითხს ეხმაურებიან და ჯარის ძირეული რეფორმის მნიშვნელობაზე საუბრობენ.
ნიკა რურუას თქმით, მხოლოდ პიროვნებების შეცვლა განსაკუთრებულ ცვლილებებს ვერ მოუტანს.
„დიდი მნიშვნელობა არ აქვს პერსონალიებით ცვლილებებს, რეალურად, ჯარში რეფორმები ძალიან ნელა მიმდინარეობს, რაც ძალიან სამწუხაროა. უამრავი ინციდენტი მოხდა, რომელმაც ზოგადად ჯარისადმი საკმაოდ მაღალი და კეთილგანწყობილი რეიტინგი შეამცირა. მნიშვნელოვანი პოსტია გენშტაბის უფროსობა, მაგრამ უფრო, მნიშვნელოვანია თვითონ სისტემა მმართველობისა ქვეყნაში, რომელიც ამ წუთას სრულიად მოშლილია და გასულია კონსტიტუციური საზღვრებიდან,“ – განაცხადა ნიკა რურუამ.

banner
წინა სტატიაშითეთრი სახლის პრეს-მდივნის სახელი ცნობილია
შემდეგი სტატიალარი ისევ გაუფასურდა