“მნიშვნელოვანი უკუსვლა ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე” – კვირიკაშვილი

“ქართული ოცნების” ხელისუფლების ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი “ოცნების” მიერ შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლასა და 19 აპრილის დოკუმენტის ანულირებას ეხმაურება. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

ქართული ოცნების გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე არის ნაბიჯი უკიდურესი პოლარიზაციისკენ და მნიშვნელოვანი უკუსვლა ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე. პასუხისმგებლობა მოვლენათა ამგვარ განვითარებაზე ეკისრება პირველ რიგში ქართული ოცნების ხელმძღვანელობას; თუმცა, ნაციონალური მოძრაობაც, რომელმაც ხელშეკრულებაზე არმიერთებით საშუალება მისცა მმართველ პარტიას, უარი ეთქვა აღებულ ვალდებულებებზე, ასევე პასუხისმგებელია იმ რეალობაზე, რომელშიც აღმოჩნდა ქვეყანა.

და მიუხედავად იმისა, თუ რა გეგმები აქვს და როგორ მოქმედებს ესა თუ ის პოლიტიკური პარტია, სწორედ მმართველი პარტიის ვალდებულებაა პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა, რადიკალური ოპოზიციის ქმედების მიუხედავად საერთაშორისო ვალდებულების შესრულება და ქვეყნის განვითარების შიდა და საგარეო ამოცანების გადაწყვეტის უზრუნველყოფა, – წერს კვირიკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიშეხედეთ ბელარუსს, რათა მიხვდეთ, რომელ გზაზე სიარული არ გინდათ – აშშ-ს ყოფილი ელჩი
შემდეგი სტატიაკორონავირუსის 2 796 ახალი შემთხვევა გამოვლინდა