შეხედეთ ბელარუსს, რათა მიხვდეთ, რომელ გზაზე სიარული არ გინდათ – აშშ-ს ყოფილი ელჩი

შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, კენეტ იალოვიცი, “ქართული ოცნების” მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას “ამერიკის ხმასთან” გამოეხმაურა. საქართველოზე საუბრისას იალოვიცმა ბელარუსი ახსენა.

იალოვიცმა აღნიშნა, რომ საქართველოში დამოუკიდებლობა და დემოკრატია გაქრობის წინაშეა.

“უბრალოდ, შეხედეთ ბელარუსს, რათა მიხვდეთ, რომელ გზაზე სიარული არ გინდათ. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ციხანუსკაია ახლა ამერიკაშია და ცდილობს მიიღოს მხარდაჭერა პოპულარული მოძრაობისთვის, რომელიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ითხოვს და ლუკაშნეკოს რეჟიმის დასრულებას ცდილობს… ამის პარალელურად, წავიკითხე ახალი ამბები საქართველოში არსებული ბოლო პოლიტიკური კრიზისის შესახებ, რაც ქვეყნის მმართველობის პარალიზების საფრთხეს ქმნის.

მე არ შემიძლია საკმარისად ზუსტად გადმოგცეთ ჩემი და საქართველის მრავალი ამერიკელი მეგობრის შეშფოთება იმის შესახებ, რომ დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის მშენებლობის ეს შესანიშნავი საჩუქარი გაქრობის საფრთხის წინაშეა”,- ამბობს კენეტ იალოვიცი.

ცნობისთვის, 28 ივლისს “ქართული ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშიდევიდ კრამერი: ახლა მიზანმიმართული სანქციების დროა, რათა ქართული ოცნების წევრები მიხვდნენ, რომ უკვე საკმარისია
შემდეგი სტატია“მნიშვნელოვანი უკუსვლა ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე” – კვირიკაშვილი