მმართველი გუნდი ზუგდიდის მერობის კანდიდატად გეგა შენგელიას წარადგენს

ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები მაისი თვეში გაიმართება. “თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატი გიორგი-გეგა შენგელია იქნება.  ამ დრომდე შენგელაიას,ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა ეკავა.

ასევე, ,,თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, კანდიდატი ჰყავს გაერთიანებულ ოპოზიციას.  გიორგი-გეგა შენგელიას მთავარი კონკურენტი ,,გაერთიანებული ოპოზიციიდან” სანდრა რულოვსი იქნება. 

შეგახსენებთ „საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, თუ მერი გადადგა 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე, მაშინ რიგგარეშე არჩევნები იმართება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ გადადგა 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე – უახლოეს მაისში. ცესკო განკარგულებით დანიშნავს არჩევნებს და დანიშვნიდან 50-ე დღეს უნდა იყოს ჩატარებული არჩევნები

ავტორი : ქეტი ფერაძე

banner
წინა სტატიაშიეს არის სწორი სტატისტიკა და არა ის, რასა თქვენ აკეთებდით, გვამებს მალავდით – ბახტაძე გოცირიძეს მიმართავს
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე რომან გოცირიძეს – დაიმახსოვრეთ, კრიმინალთან ბრძოლა არ შეიძლება ხდებოდეს ადამიანთა უფლებების ხარჯზე, ასეთი რამ საქართველოში აღარასოდეს იქნება