ეს არის სწორი სტატისტიკა და არა ის, რასა თქვენ აკეთებდით, გვამებს მალავდით – ბახტაძე გოცირიძეს მიმართავს

ისე არ არის კრიმინალი გაზრდილი, როგორც თქვენ გინდათ დახატოთ – პრემიერი საპარლამენტო ოპოზიციას მიმართავს.

მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ მათთვის მიუღებელია წინა ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც კრიმინალის მიმართ ნულოვან ტოლერანტობას გულისხმობდა.

ბახტაძის თქმით, მათი ხელისუფლებისთვის მთავარი ადამიანი და მისი უფლებებია, მისი განცხადებით, სწორედ ამ ღირებულებით განსხვავდებიან წინა ხელისუფლებისგან. პრემიერი ამბობს, რომ კრიმინოგენული ვითარება ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაუარესებული არ არის.

“სტატისტიკა რასაც აჩვენებს აჩვენებს იმას, რომ კრიმინოგენული სიტუაცია საქართველოში არ არის გაუარესებული ისე, როგორც თქვენ გინდათ დახატოთ. ეს არის სწორი სტატისტიკა და არა ის, რასა თქვენ აკეთებდით, გვამებს მალავდით, სტატისტიკის წარმოდგენა კი არა,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბახტაძის შეფასებით, არასწორია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის განცხადება, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში კრიმინალის ზრდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გამოცემულმა ამნისტიებმა განაპირობა.

„ტყუილია, რომ ადამიანებმა, რომლებმაც დატოვეს ციხე, მათ გამოიწვიეს ამ სტატისტიკის ზრდა – ეს არის იაფფასიანი პოპულიზმი,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : ხელისუფლება ვერ აუდის კრიმინალთან ბრძოლას, იმიტომ, რომ თვითონ არის კრიმინალის წამახალისებელი
შემდეგი სტატიამმართველი გუნდი ზუგდიდის მერობის კანდიდატად გეგა შენგელიას წარადგენს