მმართველ კოალიციას შესაძლოა, 2 სუბიექტი დაემატოს

მმართველ კოალიციას შესაძლოა, 2 სუბიექტი დაემატოს

მმართველ კოალიციას შესაძლოა, 2 სუბიექტი დაემატოსმმართველ კოალიციას შესაძლოა, 2 სუბიექტი დაემატოს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, თუკი „სოციალ-დემოკრატები“ და „მწვანეთა პარტია“ სურვილს გამოთქვამს, კოალიციას შეუერთდნენ, მმართველ გუნდში ამ თემების განხილვა და მასზე მსჯელობა მოხდება.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ თუკი პარტიებს კოალიციასთან იდეური თანხვედრა ექნებათ, ახალი პარტიების დამატება კოალიციას გაამდიდრებს. რაც შეეხება კოალიციიდან რომელიმე პარტიის გასვლას, დეპუტატ ს მსგავსი მოლოდინი არ აქვს.
„ჩვენ ვართ იდეების ირგვლივ გაერთიანებული ადამიანები, რომელთაც თავის დროზე მიზნად დაისახეს, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება გამოესწორებინათ. შესაბამისად, კოალიციის ყველა წევრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გაფართოება მხოლოდ და მხოლოდ გაამდიდრებდა კოალიციას, თუკი ახალი წევრები დაემატებიან, ოღონდ ეს უნდა იყოს ღირებულებებსა და იდეურ თანხვედრაზე აგებული ერთობა. რაც შეეხება „სოციალ-დემოკრატების“ კოალიციაში შემოსვლას, გია ჟორჟოლიანი ჩვენი ფრაქციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა გახლავთ, თუკი მას ექნება სურვილი, რომ ეს ურთიერთობა პოლიტიკურ პარტნიორობაში გადაიზარდოს, ჩვენ ალბათ დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ მასთან. ასევე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა გია გაჩეჩილაძე. მასთან თანამშრომლობს კოალიცია და, ბუნებრივია, მათი სურვილის შემთხვევაში ამ თემების განხილვა და მასზე მსჯელობა შესაძლებელია. ჩვენ არ ვისურვებდით, რომ ვინმე გამოაკლდეს კოალიციას, რადგან ჩვენი თითოეული წევრი, იქნება ეს პარტია თუ კონკრეტული პიროვნება, მნიშვნელოვანია. არ ვფიქრობ, რომ რომელიმე პარტია კოალიციურ ერთობას გამოაკლდება“, – განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: რეგიონებში გვაქვს სხვა საქართველო, სხვა ადამიანებით
შემდეგი სტატია“თითი ჰქონდა მოჭრილი და შემდეგ მიკერებული” – ბიძინა კუჭავას ცხედარს დაზიანებები აღენიშნება