მკვლელობა საგარეჯოში – მამაკაცმა სანადირო თოფით კაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

მკვლელობა საგარეჯოში. გარდაცვლილია ორი ადამიანი. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცმა საგარეჯოს ცენტრში, სანადირო თოფით 70 წლამდე კაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

ადგილობრივების თქმით, მამაკაცმა თვითმკვლელობამდე ხორცის მაღაზიის მეპატრონეს რამდენჯერმე ესროლა და შემდეგ იმავე იარაღიდან გასროლით თავი მოიკლა.

არსებული ინფორმაციით, მომხდარი წარსულში მხარეებს შორის კონფლიქტს უკავშირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი : ოპოზიცია ცდილობდა კრიტიკული ყოფილიყო, თუმცა მხარდაჭერაში გამოჩნდა ის აღქმა, რაც ნატო-ს წევრებს აქვთ საქართველოს პროგრესთან მიმართებაში
შემდეგი სტატიაევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის კრისტიან ურსე სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღასთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს