მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში  

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში 30წლამდე მამაკაცი თანასოფლელმა ცივი იარაღით მოკლა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ვალს უკავშირდება. სამართალდამცავებმა ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.  შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული პირის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავებლად მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო მოქმედებები. უწყების ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
banner
წინა სტატიაშიჩეჩნეთში რუსმა ოფიცერმა 4 სამხედრო მოსამსახურე სიცოცხლეს გამოასალმა
შემდეგი სტატიაერაყის ქურთისტანში სიტუაცია დაიძაბა და არჩევნები გადაიდო