მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – ომბუდსმენი საქმის დეტალურ შესწავლას იწყებს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 4, 2018 10:38

მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – ომბუდსმენი საქმის დეტალურ შესწავლას იწყებს

სახალხო დამცველის აპარატი დღეიდან მოზარდების მკვლელობის საქმის დეტალურ შესწავლას იწყებს. ომბუდსმენის ინფორმაციით, მოხდება მასალების სასამართლოდან გამოთხოვა.

ნინო ლომჯარია პირობას დებს, რომ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას, ყოველდღიურ რეჟიმში მიაწვდის.

ლომჯარია პროკურორის შერჩევასთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყებასაც ეხმაურება და ხელისუფლებას პროცესის გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს.

„ხელისუფლებამ მაქსიმალური უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს პროცესი იყოს ინკლუზიური. ყველა დაინტერესებული მხარე, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები უნდა იყვნენ ჩართული ამ პროცესში იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ ისეთი გენერალური პროკურორი, რომლის დამოუკიდებლობის და პროფესიონალიზმის მიმართ იქნება, მაღალი საზოგადოებრივი ნდობა,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

რაც შეეხება დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე უნდა შეისწავლოს, სახალხო დამცველი ამბობს, რომ ომბუდსმენის აპარატი კომისიის მუშაობასაც აქტიურად დააკვირდება

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 4, 2018 10:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,319
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics