“მკრეხელობაში არ ჩამითვალოთ…” – მანანა კობახიძეს ივანიშვილი ილია ჭავჭავაძეს აგონებს

ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულმა ღია წერილმა პარლამენტის ვიცე-სპიკერს ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტური ნაშრომები გაახსენა. ამის შესახებ კობახიძემ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით საქართველო ბიძინა ივანიშვილის ნამდვილ ფასს წლების მერე გაიგებს, კობახიძე ამ მხრივაც ავლებს პარალელს ივანიშვილს და ჭავჭავაძეს შორის.
„ამ წერილში დავინახე ის რომ ჩვენ გვყავს ადამიანი, რომლის ფასიც ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით. მკრეხელობაში და გაზვიადებაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ თავის დროზე როდესაც ილია ჭავჭავაძე თავის პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა, მას ქონდა ძალიან დიდი ფასი და როლი. ახლა 21-ე საუკუნეა სხვა საჭიროებებია, მე პირდაპირ არ ვამბობ , რადგან მას თვითონვე არ მოეწონება, არ უყვარს ასეთი მაღალი შეფასებები, მაგრამ გავა დრო და თუ დავაკვირდებით კიდევ არ ვიცით ამ ადამიანის ფასი, თავისი შრომით, ენერგიით, მეცენატობით რომელიც აუწონებელი და შეუფასებელია, მსგავსი არავის გაუკეთებია არც მეოცე და არც ოცდამეერთე საუკუნეში“- განაცხადა მანანა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში“საბჭომ საგარეო საქმეთა მინისტრს, შს მინისტრს და სუს-ის ხელმძღვანელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა დაავალა”
შემდეგი სტატიაკახეთის რეგიონში 28-29 მაისს სეტყვის საწინააღმდეგო სამუშაოები ჩატარდა