კახეთის რეგიონში 28-29 მაისს სეტყვის საწინააღმდეგო სამუშაოები ჩატარდა

სსსტც “დელტას” სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 28 მაისის დილის საათებიდან კახეთის რეგიონში დასავლეთ მიმართულებიდან შემომავალი მასშტაბური ღრუბლის მასები დაფიქსირდა.

თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 27-28 მაისს გორის და დუშეთის რაიონებში მოსული სეტყვის შემდეგ ადგილზე არსებული ნალექის მასები გაძლიერდა და გადაადგილდა აღმოსავლეთით, კახეთის რეგიონის მიმართულებით.

28 მაისს მთელი დღის განამვლობაში, კახეთის რეგიონში მოხდა 6 სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტის შემოსვლა, რომლებიც 97 ერთეული ქართული წარმოების სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტით დამუშავდა, აქტიური ზემოქმედების შედეგად განეიტრალდა და წვიმის სახით ჩამოიცალა 1800 კვ.კმ ფართობის მქონე სეტყვასაშიში ღრუბელი.

28 მაის მიმდინარე ატმოსფერული პროცესები გაგრძელდა 29 მაისსაც, მთელი დღის განმავლობაში რეგიონში შემოვიდა 12 სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტი, რომელიც დამუშავდა 35 ერთეული რაკეტით, ამან 4470 კვ.კმ ფართობის ღრუბლის ფრონტი გაანეიტრალა.

რაკეტებით აქტიური ზემოქმედების შედეგად, სეტყვასაშიში ღრუბლების უდიდესი ნაწილი ადგილზე ჩამოიცალა წვიმის სახით.

აღსანიშნავია რომ 28-29 მაისს დამუშავების პროცესი მთლიანად „დელტას“ მიერ წარმოებული ქართული სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტებით განხორციელდა, რომლის წარმოებაც „დელტამ“ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.

banner
წინა სტატიაში“მკრეხელობაში არ ჩამითვალოთ…” – მანანა კობახიძეს ივანიშვილი ილია ჭავჭავაძეს აგონებს
შემდეგი სტატიაავარია ზუგდიდში ბოლო ზარზე- არიან დაშავებულები