“საბჭომ საგარეო საქმეთა მინისტრს, შს მინისტრს და სუს-ის ხელმძღვანელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა დაავალა”

უშიშროების საბჭომ საგარეო საქმეთა მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს და სუს-ის ხელმძღვანელს დაავალა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ, – ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან შექმნილ უსაფრთხოებაზე ისაუბრეს.

„მოხსენება შინაგან საქმეთა მინისტრმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გააკეთეს. ეროვნული უშიშროების საბჭომ დაავალა საგარეო საქმეთა მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს და სუს-ის ხელმძღვანელს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ და გაიარონ ყველა ის საკითხი, რითიც შეიძლება მომავალი პრევენცია იყოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მიმდებარე ტერიტორიაზე. მსჯელობა ასევე შეეხო ნატოსთან სამზადის. დიდი ხანია საქართველოში ეს სამზადისი დაწყებულია და პრეზიდენტი იქნება ხელმძღვანელი იმ დელეგაციისა, რომელიც გაემგზავრება ნატოში. იქ იქნება მინისტერიალები, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრების, ისე თავდაცვის მინისტრის და შესაბამისად ამ საკითხებზე იყო მსჯელობა”, – განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირინე იმერლიშვილი: უშიშროების საბჭომ ცენტრალურ აფრიკაში კონტიგენტის ოცამდე გაზრდის რეკომენდაცია გასცა
შემდეგი სტატია“მკრეხელობაში არ ჩამითვალოთ…” – მანანა კობახიძეს ივანიშვილი ილია ჭავჭავაძეს აგონებს