მხარს დავუჭერთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს – მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე

მოლდოვა მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს,- ამის შესახებ მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ იგორ გროსუმ განაცხადა.

მისი თქმით, სტატუსი და ქვეყნის ევროპული მისწრაფებები ითხოვს სოლიდარობას ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიმართ.

„ამ მოქმედებების მიზანი ომის შეჩერებაა. პირველი ეტაპი სწორედ ომის შეჩერებაა, რათა ადამიანები აღარ იხოცებოდნენ, რათა ამის შემდეგ დიპლომატები დასხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან და ნახონ გამოსავალი, რათა შეჩერდეს ეს ომი. ჩვენ ყველაფრის განახლებასა და აშენებას შევძლებთ, მხოლოდ ვერ შევძლებთ ადამიანთა სიცოცხლის დაბრუნებას“,- განაცხადა გროსუმ.

მან ასევე მოუწოდა რუსეთს, პატივი სცეს მათ კურსსა და არჩევანს ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით.

„კი ჩვენ გვსურს თქვენთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება. თქვენ გაქვთ ძალაუფლება. გარდა ამისა, რამდენიმე ასობით ათასი მოლდოველი ცხოვრობს და მუშაობს მანდ. ჩვენ მათზე ვფიქრობთ. ჩვენ გვსურს თქვენთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნება. მაგრამ გთხოვთ პატივი სცეთ ჩვენს გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშინორვეგიიდან ევროკავშირის ქვეყნებში გაზის მიწოდება გაიზრდება
შემდეგი სტატია„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთს თავდასხმებისა და მუქარის შემცველი ქმედებების შეწყვეტისკენ, ასევე, უკრაინის პორტების განბლოკვისკენ მოუწოდეს