„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთს თავდასხმებისა და მუქარის შემცველი ქმედებების შეწყვეტისკენ, ასევე, უკრაინის პორტების განბლოკვისკენ მოუწოდეს

“დიდი შვიდეულის (G7)“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთს თავდასხმებისა და მუქარის შემცველი ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ისინი ოფიციალურ მოსკოვს სურსათის ექსპორტისთვის, უკრაინის შავი ზღვისპირა პორტების განბლოკვისკენაც მოუწოდებენ. ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

„დიდი შვიდეულის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი უკრაინის საკვანძო ინფრასტრუქტურის ბლოკადებითა და დაბომბვით სასურსათო დაუცველობას ამწვავებს.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშიმასა ჰაიაშიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ G7-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ მიმდინარე გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია და რომ მოსკოვი პასუხისმგებელია ამ საკითხზე.

გარდა ამისა, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ მსოფლიო “უპრეცედენტო გლობალური შიმშილის კრიზისს” განიცდის და შიმშილობის რეალური რისკი არსებობს.

გუტერეშის თქმით, კრიზისის ეფექტური გადაწყვეტა ვერ იქნება, თუ უკრაინა და რუსეთი, რომლებიც ხორბლის გლობალური ექსპორტის დაახლოებით 29%-ს აწარმოებენ, არ იპოვიან გზას ვაჭრობის სათანადოდ აღდგენისთვის.

banner
წინა სტატიაშიმხარს დავუჭერთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს – მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეს უჩივის