მიზეზი არის ძალიან პოზიტიური რატომაც ჩვენ არ ვესწრებით დიდ შვიდეულს არის ის, რომ ჩვენ არ ვართ დაკავშირებული ომთან

მიზეზი არის ძალიან პოზიტიური რატომაც ჩვენ არ ვესწრებით დიდ შვიდეულს არის ის, რომ ჩვენ არ ვართ დაკავშირებული ომთან, განსხვავებით უკრაინისგან და განსხვავებით მოლდოვისგან, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ ესწრება საქართველო დიდი შვიდეულის შეხვედრას.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მიზეზი არის ის, რომ ომს არ უკავშირდება საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა.

„ამას აქვს ძალიან მარტივი მიზეზი, რაც განიმარტა კიდეც, მათ შორის გერმანიის საელჩოს მხრიდან. მიზეზი არის ის, რომ ომს არ უკავშირდება საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა. შესაბამისად, მიზეზი არის ძალიან პოზიტიური რატომაც ჩვენ არ ვესწრებით დიდ შვიდეულს არის ის, რომ ჩვენ არ ვართ დაკავშირებული ომთან, განსხვავებით უკრაინისგან და განსხვავებით მოლდოვისგან. შესაბამისად, ის ადამიანები, ვინც წუხან იმის გამო, რომ საქართველო არ იყო შვიდეულის მონაწილე, ისინი წუხან ასევე იმის გამო, რომ საქართველოში დღეს არ არის ომის და ეს არის რელობა. ეს არ არის მარტო რაღაც პარალელი, რომელიც შეიძლება ჩვენ თეორიულად გავავლოთ.

ვინც ომშია ჩართული ან ვინც უშუალოდ ემიჯნება სამხედრო კონფლიქტს – ანუ ეს იყო კრიტერიუმი, რაც განმარტა გერმანიის საელჩომ. თქვენ ნახეთ, რომ გერმანიის საელჩოს ამ განცხადებას მოჰყვა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, ომის პარტიის ძალიან აღშფოთებული განცხადებები და ისინი პირდაპირ დაესხნენ თავს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ამ შემთხვევაში გერმანიის საელჩოს. ეს არის მათი ხელწერა, ეს არის მათი ბუნება და ეს არის ძალიან სამწუხარო“, – განაცხადა კობახიძემ.

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.

საქართველოში გერმანიის საელჩოში განმარტეს, რატომ არიან შეხვედრაზე მიწვეული ინდონეზია, უკრაინა და მოლდოვა.

„ინდონეზია „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანაა 2022 წელს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიეს მის ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამო, მოლდოვის რესპუბლიკა კი ამ ომის უშუალო გავლენის, მათ შორის, მოლდოვაში უკრაინელ ლტოლვილთა ძალიან დიდი რაოდენობის გამო“, – განაცხადეს საელჩოში.

წინა სტატიაშიწულუკიანი: საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ ჩაერთვება ომში
შემდეგი სტატიაკობახიძე: ჩვენ ნამდვილად არ გამოვიყურებით ისე, რომ გავაჩაღოთ ახალი სისხლისმღვრელი ომი აფხაზებთან და ოსებთან