წულუკიანი: საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ ჩაერთვება ომში

საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ ჩაერთვება ომში, არ დაღვრის არავის სისხლს, რადგან ეს არის გზა, რომელიც მრავალჯერ გავიარეთ და ქვეყანას არაფერი სასიკეთო არ მოუტანა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

წულუკიანმა კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებაზე, რომელმაც თქვა: „კარგად ვიცი საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობა, ისინი არ გამოიყურებიან ისე, რომ შეუძლიათ ცხინვალში შესვლა“.

თეა წულუკიანის თქმით, ხელისუფლება იცავს და დაიცავს მშვიდობას შვილებისა და მომავალი თაობისთვის.

„ჩვენ ნებისმიერ ასეთ განცხადებას ვპასუხობთ განუხრელად ერთსა და იმავეს. კერძოდ იმას, რომ საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ ჩაერთვება ომში და არავითარ შემთხვევაში არ დაღვრის არც ქართველის, არც აფხაზის და არც არავის სისხლს, რადგან ეს არის ის გზა, რაც ჩვენ არა ერთხელ, არამედ მრავალჯერ გავიარეთ და ამ გზამ არაფერი სასიკეთო ჩვენს ქვეყანას არ მოუტანა. ამიტომ ჩვენი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, რაც არ უნდა ვინმემ რამე თქვას, ქარავანი მიდის და ჩვენ ვიცავთ მშვიდობას, რომელსაც დავიცავთ ბოლომდე ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – მმართველი პარტიის ქალთა ორგანიზაციის წარმატებულ მუშაობას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვრილი შეიტანოს ქვეყანაში ქალების გაძლიერებაში
შემდეგი სტატიამიზეზი არის ძალიან პოზიტიური რატომაც ჩვენ არ ვესწრებით დიდ შვიდეულს არის ის, რომ ჩვენ არ ვართ დაკავშირებული ომთან