მიზანმიმართულად ხორციელდება ზიანის მიყენება – ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილზე

„მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აუცილებელია მისი წაყვანა საზღვარგარეთ“, – ამის შესახებ ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მარიამ ჯიშკარიანის თქმით, სააკაშვილის კონსტიტუციური უფლება დაირღვა.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა თქმა უნდა, დამძიმებულია. ეს პროგნოზი გაკეთებულია ემპათიას არ ერთ დასკვნაში. არცერთი რეკომენდაცია ჩვენი არ შესრულდა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ამ ადამიანის მიმართ მიზანმიმართულად ხორციელდება ზიანის მიყენება მისი ჯანდაცვის კუთხით. როგორც მინიმუმ, ეს არის კონსტიტუციური უფლების დარღვევა, ეს არის უფლება ჯანდაცვაზე და ეს უფლება მას აქვს დარღვეული, რაც გახლავთ არაადამიანური მოპყრობა და აუცილებელია დაუყოვნებლივ რეაგირება. ჩვენ ამასთან დაკავშირებით შევხვდით სალომე ზურაბიშვილთან, თუმცა რეაგირება იყო ნული ამ მიმართულებით. აუცილებელია მისი გაყვანა სტაციონარში ხელახალი გამოკვლევებისთვის“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

banner
წინა სტატიაშისპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება
შემდეგი სტატიაიაპონია რუსეთისთვის არამეგობრულ ქვეყნად იქცა – პესკოვი