იაპონია რუსეთისთვის არამეგობრულ ქვეყნად იქცა – პესკოვი

სამხრეთ კურილის კუნძულები რუსეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მანამდე იაპონიის ხელისუფლებამ ოთხ კუნძულს რუსეთის მიერ „არალეგალურად ოკუპირებული“ უწოდა.

„აშკარაა, რომ ახლა, როცა იაპონია გახდა არამეგობრული ქვეყანა და შეუერთდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მტრული ქმედებების მთელ რიგს, რა თქმა უნდა, ძალიან, ძალიან რთულია საუბარი მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებაზე. ოთხივე კუნძული რუსეთის ფედერაციის განუყოფელი ტერიტორია“, – აცხადებს პესკოვი.

banner
წინა სტატიაშიმიზანმიმართულად ხორციელდება ზიანის მიყენება – ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილზე
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების დელეგაციას შეხვდა