“მივეცი ხმა და შემოვხაზე ვარსკვლავი, 41 ნომერი ყველაზე ღირსეულია”

ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, საკუთარი არჩევანი ოზურგეთის #6-ე საარჩევნო უბანზე უკვე დააფიქსირა.

“ამ უბანზე მივეცი ხმა და შემოვხაზე ვარსკვლავი, კანდიდატი, რომელიც №41-ია. 41 იმიტომ, რომ ყველაზე ღირსეული ნომერია. მე არ მინახავს ფაქტები, რა მოხდა ზუგდიდში, თუმცა ინფორმირებული ვარ და როგორი მხრიდანაც არ უნდა მიუდგე, ამას გამართლება არა აქვს. ჩემი აზრით, ასეთი ფაქტები ვიღაცის მხრიდან ყოველთვის პროვოცირების შედეგია. მე გულწრფელად მჯერა იმის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ბევრის მიმართ გაღიზიანებულია”-აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.

დღეს, საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობისა და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე ტარდება.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) რა ხდება ამ წუთებში კორცხელის საარჩევნო უბანზე
შემდეგი სტატია“ქართული-ოცნება” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის შტაბი “ნაციონალურ მოძრაობას” პასუხობს