“ქართული-ოცნება” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის შტაბი “ნაციონალურ მოძრაობას” პასუხობს

“ქართული-ოცნება” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ღურჯუმელიძე “ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძის განცხადებას ეხმაურება.

მისი შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე ავრცელებს აბსოლუტურ ტყუილს და ცდილობს, პროვაკაციული განცხადებებით შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობა.

“ხვდებიან, რომ ნასაკირალში “ქართული ოცნების” კანდიდატი მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს, გამომდინარე აქედან, მზად არიან, ნებისმიერ პროვოკაციაზე და მათი აქტივისტები ყველაფერს აკეთებენ, “ქართული ოცნების“ კანდიდატის საწინააღმდეგოდ და მის მხარდამჭერთა გადმობირებას ეწევიან.

“ქართული ოცნების“ აქტივისტები არ შევლენ მათთან დაპირისპირებაში და არანაირ პროვოკაციას არ წამოეგებიან. პირიქით, ჩვენ მოვუწოდებთ ძალოვანი სტრუქტრის წარმომადგენლებს, რომ არ დაუშვან რაიმე ტიპის პროვოკაცია და მაქსიმალურად გააკონტროლონ სიტიაცია”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“მივეცი ხმა და შემოვხაზე ვარსკვლავი, 41 ნომერი ყველაზე ღირსეულია”
შემდეგი სტატია“ვერ და არ ვაპატიებ მათ, ვინც მოსახლეობის მონაპოვარს და ჟურნალიტებს ქვას ესვრის”