მიუნჰენის პოლიცია: ტერაქტს სირიელები და ერაყელები გეგმავდნენ

მიუნჰენის პოლიცია: ტერაქტს სირიელები და ერაყელები გეგმავდნენ

99გერმანიის პოლიციის განცხადებით, მიუნჰენში საახალწლო ღამეს საფრანგეთიდან შესაძლო ტერაქტების შესახებ მიიღეს გაფრთხილება. ინფორმაცია კონკრეტულ ადამიანებს ეხებოდა, რომლებიც ისლამურ სახელმწიფოსთან არიან კავშირში.
გერმანიის სპეცსამსახურები და პოლიცია საგანგებო რეჟიმში მუშაობდა.
სადაზვერვო სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ტერაქტებს სირიელები და ერაყელები ამზადებდნენ.
საახალწლო ღამეს დაიკეტა მიუნჰენის ვაგზალი – ადგილი, სადაც თვითმკვლელებს დაგეგმილი ჰქონდათ ტერაქტი.

ტერაქტების ეშინოდათ ევროპის სხვა დიდ ქალაქებში.
ავსტრიის პოლიციამ შესაძლო ტერაქტების შესახებ დეკემბრის ბოლოს გააფრთხილა ევროპის რამდენიმე ქალაქი.
30 დეკემბერს კი ბრიუსელმა ტრადიტიული საახალწლო ფეერვერკები აკრძალა. პარიზში, ლონდონსა და ბერლინში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები იყო მიღებული.
ორი დღის წინ თურქეთის პოლიციამ ორი პიროვნება დააპატიმრა, რომლებსაც, სამართალდამცველების განცხადებით, ახალი წლის ღამეს თავდასხმა ჰქონდათ განზრახული.

აშშ-შიც მოხდა ერთი დაკავება – მამაკაცი ნიუ-იორკში საახალწლო ღამეს ტერაქტის მომზადებას აპირებდა.
ფედერალური ბიურის მონაცემებით, დაკავებულ ახალგაზრდას ჩაწერილი ჰქონდა საახალწლო ვიდეო-მიმართვა, სადაც ის ისლამურ სახელმწიფოს ერთგულებას ეფიცება.

მსოფლიოს მსხვილ ქალაქებში საახალწლო დღეების განმავლობაში გაზრდილი იქნება უსაფრთხოების ზომები.

banner
წინა სტატიაშიერდოღანის ადმინისტრაცია: პრეზიდენტს ჰიტლერის შექება არ უნდოდა
შემდეგი სტატიაერაყის ომის ბრიტანელი ვეტერანები შეასძლოა სასამართლოს წინაშე წარსდგნენ