ერდოღანის ადმინისტრაცია: პრეზიდენტს ჰიტლერის შექება არ უნდოდა

ერდოღანმა რუსეთთან ერთად ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი განაცხადა

erdoganთურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ერდოღანის გამოსვლა, სადაც ის ჰიტლერული გერმანიის უნიტარულ მოწყობაზე საუბრობს, არ შეიძლება გავიგოთ, როგორც დადებითი გამოხმაურება ნაცისტების მოქმედებებზე – განაცხადეს თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მას შემდეგ, რაც ერდოღანის ჟურნალისტებთან გამოთქმულმა რემარკამ დიდი სკანდალი გამოიწვია.

სკანდალის უშუალო მიზეზი გახდა ერდორანის გამონათქვამი საპრეზიდენტო მართვის შესაძლო ეფექტურობაზე ისეთ უნიტარულ ქვეყანაში, როგორიც თურქეთია. ის და მისი მომხრეები ისეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკის ტრანსფორმირებას ემხრობიან, როგორიც არის აშშ-ში, რუსეთსა და საფრანგეთშია.
“უნიტარული მოწყობის ქვეყნებში მართვის საპრეზიდენტო ფორმა მშვენივრად ფუნქციონირებს. მსგავსი მაგალითები თანამედროვე ისტორიაშიც გვაქვს, მათ შორის ამას ნახავთ ჰიტლერული გერმანიის მაგალითზე” – განაცხადა ერდორანმა.

ჰიტლერული გერმანიის მაგალითად მოყვანამ თურქული ოპოზიციაში დიდი შეშფოთება გამოიწვია, ისინი ერდორანს უკანასკნელ ხანებში ხშირად სდებენ ბრალს მართვის ავტორიტარული მეთოდების გამოყენებაში.

ვირუსის ბლოკატორები