მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, ხელისუფლება ყურად არ იღებს საერთაშორისო ორგანიზაციების გაფრთხილებას

არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში რა ხერხებს მიმართავს ხელისუფლება ჯერ კიდევ არავინ იცის, ველოდებით სიურპრიზებს, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს.

„არ დარჩენილა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, უცხოეთის სახელმწიფოები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირი და სხვა, სადაც ერთმნიშვნელოვნად არ იყო ნახსენები რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა არადემოკრატიულად, ძალადობისა და მოსყიდვის ფონზე. მიუხედავად მკაცრი გაფრთხილებისა, საქართველოს ხელისუფლება ჯიუტად არ იშლის თავისას, ისინი კვლავინდებურად ხელს უშლიან ჩვენს კანდიდატებს ნორმალური საარჩევნო კამპანიის წარმოებაში, ზუგდიდში ფეხ და ფეხ დასდევდნენ და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავთ ჩვენი კანდიდატი. გუშინდელი ინციდენტი სწორედ იმას მოჰყვა, რომ სამოქალაქო ფორმაში გადაცმული პოლიციელები აფერხებდნენ საარჩევნო კამპანიას, ეს არის მორიგი ძალადობის აქტი, კვლავინდებურად გრძელდება პოლიტიკური დევნა და ამ დარჩენილ პერიოდში რა ხერხებს მიმართავს ხელისუფლება ჯერ კიდევ არავინ იცის, ველოდებით სიურპრიზებს. დაიწყება თავიანთი „ზონდერების“ ამოქმედება, მოსყიდვები, დაშინება, ანუ ყველა ის მეთოდი რაც ჩვენ ვნახეთ წინა არჩევნებში. მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, ხელისუფლება ყურად არ იღებს საერთაშორისო ორგანიზაციების გაფრთხილებას, როგორც ჩანს, მათ ნაკლები შიში აქვთ საერთაშორისო ზეწოლის, მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე ხელისუფლებისთვის არის ხალხი, ხალხი ხედავს ყველაფერს და ჩემი აზრით, ხალხი მიუჩენს ყველას თავის ადგილს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშისანდრა რულოვსი იგებს ზუგდიდში და ხელისუფლება არის წარმოუდგენელ პანიკაში – გიორგი პატარაია
შემდეგი სტატიაჩვენი სურვილია, რომ ისწავლებოდეს ქართული ფოლკლორი და საგალობლები – პრემიერი