ჩვენი სურვილია, რომ ისწავლებოდეს ქართული ფოლკლორი და საგალობლები – პრემიერი

ჩვენი სურვილი და მოწოდებაა, რომ საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტში ისწავლებოდეს ქართული ფოლკლორი და უნიკალური საგალობლები, – ამბობს პრემიერ-მინისტრი.

ეს განცხადება მამუკა ბახტაძემ ეროვნულ მუზეუმში, უნიკალური ქართული საგალობლების სანოტო ნიშნების კვლევის შედეგებისა და უნიკალური მიგნებების პრეზენტაციაზე გააკეთა.

“ეს არის ჩვენი საგანძური, რომელსაც განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება. ჩვენ აქტიურად ვცდილობთ და სახელმწიფო პროგრამაც დავიწყეთ, რომლის მიხედვითაც, ჩვენი სურვილი და მოწოდებაა ის, რომ საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტში ისწავლებოდეს ქართული ფოლკლორი და მათ შორის, ჩვენი უნიკალური საგალობლები. რამდენიმე დღის წინ ასევე უნიკალური მოვლენა იყო, როდესაც ქართული საგალობლების რვატომეული გამოიცა. თუმცა, ეს არის პირველი ნაბიჯები. ეს საგანძური იმდენად დიდია, რომ კიდევ წლებია სამუშაო იმისთვის, რომ სრულად დავრწმუნდეთ გვაქვს გამოცემული ყველა ქართული საგალობელი”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიმიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, ხელისუფლება ყურად არ იღებს საერთაშორისო ორგანიზაციების გაფრთხილებას
შემდეგი სტატიაპოლიციის მაღალჩინოსანი ოპოზიციაზე – “ყ… ჭამონ”