მიწევს პროქტოლოგიური დაკვირვება, რომელ ხვრელში შეაძვრენს პოლიცია დეპუტატებს – უგულავა

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა. პარლამენტის ყველა შესასვლელთან მისასვლელი გზა და ქუჩა სამართალდამცველებმა რკინის კონსტრუქციებით ჩახერგეს, რათა დაანონსებული პიკეტირება ვერ შედგეს. პოლიციელებმა თავად არ დატოვეს სივრცე, საიდანაც დეპუტატები პარლამენტში შესვლას შეძლებენ.

“არც ექიმი ვარ და არც მომწონს, მაგრამ მიწევს პროქტოლოგიური დაკვირვება, რომელ ხვრელში შეაძვრენს პოლიცია ამ ადამიანებს, რომლებსაც დეპუტატები ჰქვიათ და შეგახსენებთ, სკამების განაწილებისთვის შედიან ახლა. ქართული ოცნების წევრების რაოდენობა ხომ შემცირდა და ვიცესპიკირების რაოდენობა გაიზარდა. ვაჭრობენ ერთმანეთში ” – განაცხადა უგულავამ.

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლებამ შუა რუსთაველზე ბერლინის კედელი ააგო საკუთარი ხალხისგან დასამალად” – ანზორ ბიწაძე
შემდეგი სტატიაჩვენ ვმოქმედებთ ადეკვატურად და შესაბამისად – ვაჟა სირაძე