ჩვენ ვმოქმედებთ ადეკვატურად და შესაბამისად – ვაჟა სირაძე

“ჩვენ ვმოქმედებთ ადეკვატურად და შესაბამისად, როგორც დაანონსებენ იმის მიხედვით,” – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ თქვა. სირაძე ამბობს, რომ პარლამენტის გარშემო რკინის კონსტრუქციები დაალაგეს, რათა არ მომხდარიყო შესასვლელები ხელოვნურად არ დაებლოკათ და ოპოზიციის მხრიდან და არ ყოფილიყო ძალადობრივი ქმედებები პოლიციისადმი.

“პოლიციური ძალები განლაგებული არიან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვინაიდან ოპოზიციურმა ძალებმა განაცხადეს, რომ აპირებდნენ პარლამენტის შენობის კვლავ ბლოკირებას. დასრულდება თუ არა აქცია, ავიღებთ რკინის ჯებირებს. ჭიჭინაძის მხრიდან ასასვლელია თავისუფალია და ნებისმიერ მოქალაქეს და ჟურნალისტებს შეუძლიათ ავიდნენ იმ მხრიდან და მშვიდ ვითარებაში გამოხატონ პროტესტი. ჩვენ ვმოქმედებთ ადეკვატურად და შესაბამისად, როგორც დაანონსებენ იმის მიხედვით რათა კარგად დავიცვათ საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება,” – ამბობს სირაძე.

banner
წინა სტატიაშიმიწევს პროქტოლოგიური დაკვირვება, რომელ ხვრელში შეაძვრენს პოლიცია დეპუტატებს – უგულავა
შემდეგი სტატიადაჩი ბერაია: ელენე ხოშტარია გადაადგილების უფლებას მიზღუდავს