მიწა მაია ცქიტიშვილის მეუღლისთვის – ენმ ჭავჭავაძის 80 ნომერში მდებარე მიწის ნაკვეთისთვის სტატუსის ცვლილებას აპროტესტებს

საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები ილია ჭავჭავაძის 80 ნომერში მდებარე მიწის ნაკვეთისთვის სტატუსის ცვლილებას აპროტესტებს. ლევან ხაბეიშვილი ზონალური ცვლილება ინფრასტრუქტურის მინისტრის ოჯახის სასარგებლოდ ხდება, რადგან ამბობს, რომ ეს ტერიტორია მაია ცქიტიშვილის მეუღლის საკუთრებაა.
”ჭავჭავაძის 80 ნომერში, რომ საშუალებას აძლევენ იმის, რომ ზონალური ცვლილება მოხდეს მაია ცქიტიშვილის ოჯახის წევრებისთვის, გამონაკლისს რატომ უშვებენ, როცა 500 კვ მაინც უნდა იყოს თუ რაიმე უნდათ, რომ შეიცვალოს, ამ წესს ვერ აკმაყოფილებს. უკაცრავად, მაგრამ ეს ოდესმე უნდა დამთავრდეს ამ ქალაქში მაღალი თანამდებობის პირებისთვის ესეთი ძღვენის გაკეთება თბილისელების ხარჯზე,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ოპოზიციის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს საკრებულოს უმრავლესობა.

„არ ვიცი ეს მიწა ვისია. ეს არის ოპოზიციის ნათქვამი, რომ არის კონკრეტული ადამიანის,“-განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა.

banner
წინა სტატიაში“ოცნების” ზუგდიდის რეგიონალურმა ორგანიზაციამ პრემიერი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა
შემდეგი სტატიაჩაშლილი ვიზიტი სტრასბურგში – ზაზა სარალიძე და ელისო კილაძე პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვენ