მიშელის შეთანხმების მიუხედავად, იუსტიციის საბჭომ უზენაესის კანდიდატებთან გასაუბრება ჩანიშნა

იმ ფონზე, როდესაც შარლ მიშელის შეთანხმებაში, სასამართლო სისტემის რეფორმისა და მოსამართლეების დანიშვნის შეჩერების აუცილებლობაზეა საუბარი და ვადებიც გაწერილია, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრება ჩანიშნა.

დღეს, 14:00 საათიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატს მოუსმენენ. საბჭოს ცნობით, გასაუბრება საქართველოს უზენაეს სასამართლოში ამირან ძაბუნიძესთან გაიმართება.

“უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა” – ნათქვამია მიშელის შეთანხმებაში, რომელსაც “ქართული ოცნება” და ოპოზიციის ნაწილი აწერს ხელს.

banner
წინა სტატიაშიზბიგნევ რაუ – საქართველო პოლონეთის ნამდვილი მეგობარი და მთავარი პარტნიორია რეგიონში
შემდეგი სტატიადეკანოიძე – ამნისტიის კანონპროექტზე დათანხმების შემთხვევაში, ჩემს კოლეგებს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებაც მოუწევთ