ზბიგნევ რაუ – საქართველო პოლონეთის ნამდვილი მეგობარი და მთავარი პარტნიორია რეგიონში

„საქართველოსთან ძალიან კარგი ორმხრივი ურთიერთობები გვაკავშირებს. ეს შესანიშნავი თანამშრომლობაა. პოლონეთს სურს, რომ საქართველო იყოს ძლიერი და განვითარებული პარტნიორი რეგიონში,“ – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ თავის ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან ბუქარესტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით საქართველო პოლონეთის ნამდვილი მეგობარი და მთავარი პარტნიორია რეგიონში.

„მივესალმეთ ახალ ამბებს თბილისიდან, რომ მმართველმა პარტიამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას. ეს გახლავთ დასტური იმისა, რომ საქართველო სტაბილური და დემოკრატიული ქვეყანაა, რომელიც იცავს დემოკრატიულ ღირებულებებს. მინდა, ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო საქართველოს,“ – განცხადა პოლონეთის პირველმა დიპლომატმა.

ამასთან, ზბიგნევ რაუ მიესალმა რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში საქართველოს მონაწილეობას.

„აღნიშნული ფორმატი აერთიანებს აღმოსავლეთში ნატო-ს სამ ყველაზე დიდ წევრს. გვაქვს შესაძლებლობა, უპირველეს ყოვლისა, განვიხილოთ უსაფრთხოების გარემო ნატო-ს აღმოსავლეთ საზღვრებთან. სწორედ ამიტომ, პირველად გადავწყვიტეთ, მოვიწვიოთ საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები, რადგან გვსურს, სიღრმისეულად გავიგოთ სამხრეთ კავკასიასა და უკრაინაში და მათ გარშემო მიმდინარე მოვლენები,“ – აღნიშნა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიროდის ჩაერთვებიან 18 წლამდე მოქალაქეები ვაქცინაციაში – ტიკარაძის განცხადება
შემდეგი სტატიამიშელის შეთანხმების მიუხედავად, იუსტიციის საბჭომ უზენაესის კანდიდატებთან გასაუბრება ჩანიშნა