მიშელი: თუ გვინდა მშვიდობა, ომისთვის უნდა მოვემზადოთ – შემდეგი ჩვენ ვიქნებით

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირი “ომის ეკონომიკის” რეჟიმზე უნდა გადავიდეს და გააკეთოს ყველაფერი ომში უკრაინის გამარჯვების უზრუნველსაყოფად.

ამის შესახებ მიშელი ევროპულ გაზეთებსა და Euractiv-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში – “თუ ჩვენ გვინდა მშვიდობა, უნდა მოვემზადოთ ომისთვის”, საუბრობს, სადაც იგი აღწერს იმ ნაბიჯებს, რომლებიც ევროკავშირმა არსებული ამოცანების შესასრულებლად უნდა გადადგას.

შარლ მიშელი იხსენებს უკრაინაში ომის დაწყების საწყის დღეებში გამართულ სატელეფონო საუბარს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი წერს, პუტინის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ “მთელი უსაფრთხოების სისტემა, რომელიც არსებობდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სამუდამოდ შეიცვალა” და საჭიროა, ევროკავშირმაც შესაბამისი ცვლილებები განიცადოს.

“ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ ცხადი გახდა, რომ რუსეთი უკრაინაში არ გაჩერდება – ისევე როგორც ყირიმში არ გაჩერებულა 10 წლის წინ. კრემლი აგრძელებს სიტუაციის დესტაბილიზაციას მოლდოვაში, საქართველოში, სამხრეთ კავკასიაში, დასავლეთ ბალკანეთშია და აფრიკის ქვეყნებშიც კი”, – თქვა მიშელმა.

შარლ მიშელი ასევე აცხადებს, რომ რუსეთი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოებას, ხოლო თუ ევროკავშირი საჭირო პასუხს არ გასცემს და უკრაინას საკმარისს დახმარებას არ მიაწვდის, პუტინის აგრესიის მორიგი სამიზნე სწორედ გაერთიანება იქნება. აქედან გამომდინარე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ევროპას ეკონომიკისადმი მიდგომის გადახედვას და დღის წესრიგში თავდაცვის საკითხების წინ წამოწევისკენ მოუწოდებს.

“ჩვენ უნდა მოვემზადოთ თავდაცვისთვის და გადავიდეთ “ომის ეკონომიკის” რეჟიმში. დროა ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს უსაფრთხოებაზე. ჩვენ აღარ შეგვიძლია სხვებზე დაყრდნობა ან ვიყოთ აშშ-ის ან სხვა რომელიმე ქვეყნის არჩევნებზე დამოკიდებული”, – თქვა მან

banner
წინა სტატიაშიზელენსკი – რესპუბლიკელ სენატორ ლინდსი გრემთან ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და ჩვენი თავდაცვის ძალების ძირითადი საჭიროებები განვიხილე
შემდეგი სტატია1+1 შეთავაზება წინანდლის მამულში თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის