„მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები არ იგეგმება“

ვიცე-პრემიერ კახი კალაძის განცხადებით, მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები არ იგეგმება.

რაც შეეხება უმრავლესობის დაშლას, კალაძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე განცხადება ჯერ არავის გაუკეთებია.
„უმრავლესობის დაშლაზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ჯერ არავის გაუკეთებია განცხადებები, თუმცა რაც შეეხება პროცესს, ეს ძალიან დადებითია. ეს არის დემოკრატიის ნაწილი და 2012 წლიდან ქვეყანამ ამ კუთხით დიდი ნაბიჯი გადადგა“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ის, რომ ამომრჩეველს ექნება საშუალება საკუთარი არჩევანი დამოუკიდებლად გააკეთოს, ძალიან მნიშვნელოვანია.
banner
წინა სტატიაში“ვარშავის სამიტზე MAP-ს არ ვითხოვთ”
შემდეგი სტატია„პრემიერის გადასაწყვეტია, ვინ იქნება თავდაცვის მინისტრი ვარშავის სამიტზე“