„პრემიერის გადასაწყვეტია, ვინ იქნება თავდაცვის მინისტრი ვარშავის სამიტზე“

თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის განცხადებით, პრემიერის გადასაწყვეტია, ვინ იქნება მისი უწყების ხელმძღვანელი ვარშავის სამიტზე.

 

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„ყველამ მოისმინეთ ამ თემაზე ბევრი განცხადება. ამ წუთის მდგომარეობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი არის ადამიანი, ვინც თქვენ გესაუბრებათ“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
ნატო-ს მომავალი სამიტი 2016 წლის 8-9 ივლისს ვარშავაში გაიმართება.
banner
წინა სტატიაში„მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები არ იგეგმება“
შემდეგი სტატიაპირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება