მინისტრობის კანდიდატები კანონმდებლებს პრიორიტეტებს დღეს კიდევ ერთხელ გააცნობენ

მთავრობის მომავალი წევრები დეპუტატებთან შეხვედრებს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში, დღეს დაასრულებენ. ისინი ასევე, შეხვდებიან ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” წევრებს.

მინისტრობის კანდიდატები კანონმდებლებს კიდევ ერთხელ გააცნობენ პრიორიტეტებს მათი სფეროების მიხედვით, ასევე სამთავრობო პროგრამას, რომელიც გუშინ კრიტიკის მიზეზი გახდა.

დოკუმენტში რეფორმებზე, ინფრასტრუქტურულ გეგმებსა და ლარის სტაბილურობაზეა საუბარი. ხელისუფლება კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლასაც გეგმავს.

მინისტრობის კანდიდატების შეფასებით, წარმოდგენილი პროგრამა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზეა ორიენტირებული.

მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტის გაერთიანებულ კომიტეტებზე გუშინ უკვე მოუსმინეს. ხვალ კი, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ.

banner
წინა სტატიაში(video) ხანძრის გამო 60 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული
შემდეგი სტატიათსუ-ის მე-6 კორპუსი ამ დრომდე ბლოკირებულია – “აუდიტორია 115” აქციის გამართვას პირველ კორპუსთანაც გეგმავს