თსუ-ის მე-6 კორპუსი ამ დრომდე ბლოკირებულია – “აუდიტორია 115” აქციის გამართვას პირველ კორპუსთანაც გეგმავს

აუდიტორია 115-ის წევრებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი ამ დრომდე ბლოკირებული აქვთ. სტდენტებმა შენობა გუშინ საღამოს დაიკავეს.

ახალგაზრდებს 4 მოთხოვნა აქვთ, მათ შორის უნივერსიტეტში დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების გაუქმება, საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტების პირდაპირი წესით არჩევა და სტუდენტური საცხოვროვრებლების კეთილმოწყობა.

ისინი მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებენ მე-6 კორპუსის დატოვებას. აუდიტორია 115 დღეს, თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, კიდევ ერთ აქციას გამართავს პირველი კორპუსის ეზოში.

აუდიტორიის წევრები არც უარყოფენ და არც ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მათ შესაძლოა ჩაშალონ დღესისათვის დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების პროცესი.

banner
წინა სტატიაშიმინისტრობის კანდიდატები კანონმდებლებს პრიორიტეტებს დღეს კიდევ ერთხელ გააცნობენ
შემდეგი სტატიათბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს დღეს საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ