მინდია ჯანელიძე: სასაზღვრო კონტროლის რეჟიმის გაძლიერება არანაირ შეზღუდვას არ ნიშნავს

კრიზისებისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მინდია ჯანელიძის განმარტებით, სასაზღვრო კონტროლის რეჟიმის გაძლიერება არანაირ შეზღუდვას არ ნიშნავს, – ამის შესახებ ჯანელიძემ ჟურნალისტებს კრიზისებისა და უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, უბრალოდ მოხდება სამუშაოების გაძლიერება საზღვარზე.
“ასევე მოხდება სტრატეგიული ობიექტების დაცვის გაძლიერება, ასევე ყველა ის ოპერატიული თუ ფიზიკური დაცვის ზომები განხორციელდება, რაც საჭიროა ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად”, – განაცხადა ჯანელიძემ.
რაც შეეხება ფინანსებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, მინდია ჯანელიძის განცხადებით, დამატებით ფინანსებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე საკითხი არ დასმულა, თუმცა საჭიროებებიდან გამომდინარე, ამ საკითხს განიხილავენ.
“ბუნებრივია, თუ იქნება საჭიროება იმის, დამატებითი ადამიანური რესურსები, ტექნიკური რესურსები, ასევე მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები იყოს შეძენილი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასეთი საკითხი დადგება”, – განაცხადა ჯანელიძემ.
მისივე თქმით, ყველა ზომა იქნება მიღებული იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობა იყოს დაცული.

banner
წინა სტატიაში“ათობით ადამიანი არ შემოვუშვით ქვეყანაში, დავბლოკეთ,”- ვახტანგ გომელაური
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: ქვეყნის უსაფრთხოებაზე საქმის კურსში, რა თქმა უნდა, პრეზიდენტიც უნდა იყოს