“ათობით ადამიანი არ შემოვუშვით ქვეყანაში, დავბლოკეთ”, – ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა გააკეთა.
გომელაურის თქმით, 13 ნოემბერს საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელი შეიკრიბა და საგანგებო სხდომა გაიმართა. გომელაურის განცხადებით სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ უსაფრთხოების ნორმები ქვეყანაში გამკაცრდება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ საზღვრებზე კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება.