არჩილ თალაკვაძე: მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, სანამ უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტი არ იქნება მიღწეული

მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტი არ იქნება მიღწეული- აცხადებს უმრავლესობის ლიდერი. არჩილ თალაკვაძე მაღაროში, დღეს მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა.
“მაღაროელის სიცოცხლის დაზღვევა კი უნდა გაიზარდოს! ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს ამ მძიმე დანაკარგის გამო“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მინდელის შახტაში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიგლდანში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა – ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა
შემდეგი სტატიაეკონომიკის მინისტრის მოადგილეები ტყიბულში გაემგზავრნენ