ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები ტყიბულში გაემგზავრნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩერქეზიშვილი და გენადი არველაძე ტყიბულში გაემგზავრნენ, სადაც დღეს დილით, მინდელის შახტში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მინდელის შახტში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შახტში დღეს დილით მომხდარი აფეთქების შედეგად 4 მეშახტე გარდაიცვალა, 6 კი დაშავდა. დაშავებულები ტყიბულისა და თბილისის საავადმყოფოებში არიან მოთავსებულები.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე: მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, სანამ უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტი არ იქნება მიღწეული
შემდეგი სტატიაქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი დააკავეს