„მინდა ვენდო სასამართლოს“ – კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ახალ კამპანიას იწყებს

კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” სასამართლოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და იწყებს კამპანიას – “მინდა ვენდო სასამართლოს”. კოალიციაში 38 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთიანდება. არასამთავრობოთა პირველი ნაბიჯი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება იქნება.
კამპანიის – “მინდა ვენდო სასამართლოს” მოთხოვნებია: პოლიტიკურმა ხელისუფლებამ აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა სასამართლო სისტემაში არსებულ კრიზისზე; სასამართლო სისტემა გათავისუფლდეს კლანური მნართველობისგან; პროკურატურა დაინტერესდეს და სრულფასოვნად გამოიძიოს მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით ყველა შესაძლო დანაშაულის შემთხვევა; პარლამენტმა დაუყოვნებლივ გაატაროს რეალური რეფორმები, რის საფუძველზეც სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფი ვეღარ შეძლებს კანონმდებლობა არაჯანსაღი მიზნებისთვის გამოიყენოს.

banner
წინა სტატიაშირა ვითარებაა ბორჯომში (ვიდეო)
შემდეგი სტატიაქუთაისში მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს