ქუთაისში მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს

ქუთაისში მოვაჭრეების მერთან შეხვედრა დასრულდა. მოვაჭრეების ნაწილმა გზა გადაკეტა. ისინი გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ.

მოვაჭრეების ნაწილი მერის შეთავაზებას დათანხმდა – ახალ ფართში 3 თვის ქირას არ გადაიხდიან და ადგილები ლოტოტრონის პრინციპით გადანაწილდება.

ცენტრალური ბაზრის და ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების დახლები აიღეს.

banner
წინა სტატიაში„მინდა ვენდო სასამართლოს“ – კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ახალ კამპანიას იწყებს
შემდეგი სტატიაბორჯომში ოპოზიციურ ძალებს ემუქრებათ სერიოზული საფრთხე, ფიზიკური განადგურებისაც კი – ნიკა მელია