მინდა, მხარდაჭერა გამოვხატო ქართული მედიის მიმართ, განსაკუთრებით იმ 53 ჟურნალისტის მიმართ, რომლებსაც სასტიკად დაესხნენ თავს ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს

მინდა, მხარდაჭერა გამოვხატო ქართული მედიის მიმართ, განსაკუთრებით იმ 53 ჟურნალისტის მიმართ, რომლებსაც სასტიკად დაესხნენ თავს ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მედიის დაცვა არის ევროკავშირის ძირითადი ფუნდამენტური ღირებულება.

„ძალიან კარგია, რომ საქართველოში დავბრუნდი. მინდა დავიწყო იმით, რომ გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა თქვენ მიმართ, ქართული მედიის მიმართ და განსაკუთრებით იმ 53 ჟურნალისტის მიმართ, რომლებსაც სასტიკად დაესხნენ თავს ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს.

„ქართული ოცნების“ განცხადებები, რომლებმაც ვერ მიაღწიეს მიზანს, რათა ჯეროვნად დაეგმოთ დაუსჯელობა და კიდევაც, რაღაც მომენტში წაახალისეს დამნაშავეები, არის ძალიან საშიში ნიშანი დემოკრატიის უკან დახევისა. მედიის დაცვა, ისეთივე პოლარიზებულის, როგორიც არის საქართველოში, ეს გახლავთ ევროკავშირის ძირითადი ფუნდამენტური ღირებულება. ევროკავშირის სხვა ღირებულებები არის ჩადებული დევიზში – გაერთიანებული მრავალფეროვნებისთვის. მრავალფეროვნება ნიშნავს დაცვას ყველასი და ყველაფრის, თქვენი კულტურის, ტრადიციების, თქვენი რელიგიის, მაგრამ ასევე უმცირესობების. საქართველო მთელი თავისი მრავალფეროვნებით და პატივისცემით ფუნდამენტალური ღირებულებებისა ყველა ადამიანის, არის მიღებული და პატივნაცემი ევროკავშირში“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

წინა სტატიაშიირაკლი კობახიძის განცხადებით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული
შემდეგი სტატიავიოლა ფონ კრამონი ირაკლი კობახიძეს არ შეხვდა