ვიოლა ფონ კრამონი ირაკლი კობახიძეს არ შეხვდა

ვიოლა ფონ კრამონს ინიციატივა რომ გამოეჩინა, შეხვედრა შედგებოდა, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ შეხვდა „ქართული ოცნება“ საქართველოში მყოფ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს.

„ინიციატივა რომ გამოეჩინა, ალბათ ჩვენი მხრიდან აუცილებლად შედგებოდა შეხვედრა. ეს მასზე იყო დამოკიდებული, ეს იყო მისი პრიორიტეტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე: „ვიოლა ფონ კრამონი ხვდება პარტიებს, მათ შორის „ნაცმორაობას“, რომელი პარტიის ინიციატივა იყო მასთან შეხვედრა, კობახიძემ განაცხადა, რომ როგორც ჩანს ევროპარლამენტარს სურს, „ნაცმოძრაობისგან“ განმარტების მიღება, რატომ არ აწერდნენ 100 დღის განმავლობაში ხელს 19 აპრილის შეთანხმებას.

„როგორც ჩანს, მას უნდა „ნაცმოძრაობისგან“ განმარტების მიღება, რატომ არ აწერდნენ ხელს 100 დღის განმავლობაში ამ შეთანხმებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიმინდა, მხარდაჭერა გამოვხატო ქართული მედიის მიმართ, განსაკუთრებით იმ 53 ჟურნალისტის მიმართ, რომლებსაც სასტიკად დაესხნენ თავს ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს
შემდეგი სტატიაკრამონი: შეჩერდებოდა მიკროფინანსური ტრანში კოლეგების რეაქციიდან პარლამენტში მე დავასკვენი