“მინდა მივმართო ყველა კოორდინატორს, ვინც სიებით დგას უბნებზე – ნუ შეუშინდებთ ჟურნალისტებს – თქვენ ამის უფლება გაქვთ”

ნუ შეუშინდებით მეგობრებო კონკრეტული ტელევიზიების ჟურნალისტებს, – ამ სიტყვებით მიმართა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ კოორდინატორებს, რომლებიც საარჩევნო უბნებთან სიებით დგანან.

კახა კალაძის თქმით, ისინი კანონის ფარგლებში მოქმედებენ.

„მინდა მივმართო ყველა კოორდინატორს, ვინც სიებით დგას უბნებზე. მათ ამის კანონიერი უფლება აქვთ. ნუ შეუშინდებთ მეგობრებო კონკრეტული ტელევიზიების ჟურნალისტებს, თქვენ გაქვთ ამის უფლება და შეგიძლიათ გააგრძელოთ თქვენი საქმინობა. თუ ვინმე თქვენს საქმიანობაში ხელს შეგიშლით, აუცილებლად მიმართეთ შესაბამის სამსახურებს,“ – განაცხადა კახი კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიჭაობი უნდა დამთავრდეს, რომელმაც გაგვიბედა და გვითხრა, რომ ჯალათი არის მსხვერპლი და სიმართლისთვის მებრძოლი – ავაზაკი
შემდეგი სტატიახმაური მარნეულის საარჩევნო უბანზე-ოპოზიციის წარმომადგენლის პროტესტს უბანზე დეპუტატის ყოფნასთან დაკავშირებით დაპირისპირება მოჰყვა