ჭაობი უნდა დამთავრდეს, რომელმაც გაგვიბედა და გვითხრა, რომ ჯალათი არის მსხვერპლი და სიმართლისთვის მებრძოლი – ავაზაკი

ჭაობი უნდა დამთავრდეს, რომელმაც გაგვიბედა ჩვენ და გვითხრა, რომ ჯალათი არის მსხვერპლი და სიმართლისთვის მებრძოლი არის ავაზაკი, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთაწმინდაზე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მარგველაშვილმა მთაწმინდელ ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„დღეს მე ხმა მივეცი იმას, რომ დამთავრდეს პოლიტიკური ჭაობი და ერთფეროვნება ქართულ პოლიტიკაში იმისთვის, რომ მოვიდნენ პატრიოტი ადამიანები ხელისუფლებაში. ჭაობი უნდა დამთავრდეს, რომელმაც გაგვიბედა ჩვენ და გვითხრა, რომ ჯალათი არის მსხვერპლი და სიმართლისთვის მებრძოლი არის ავაზაკი. მთაწმინდელებს მინდა მოვუწოდო, რომ ვისაც გესმით და არჩევთ თეთრსა და შავს, ეს სიმართლე გადაიტანეთ საარჩევნო ბიულეტენზე და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს გააყალბებს, მარგველაშვილმა უპასუხა: „მთაწმინდელი ამომრჩეველი არჩევს ტყუილსა და მართალს. არჩევს ჯალათს და სიმართლისთვის მებრძოლს და ამ ჭეშმარიტებას გადაიტანს საარჩევნო ბიულეტენზე“.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე მხარდამჭერებს – თითოეული თქვენგანის ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს – კიდევ ერთხელ დავანახოთ ყველას, თუ როგორი ერთიანები და ღირსეულები ვართ
შემდეგი სტატია“მინდა მივმართო ყველა კოორდინატორს, ვინც სიებით დგას უბნებზე – ნუ შეუშინდებთ ჟურნალისტებს – თქვენ ამის უფლება გაქვთ”